ოპოზიცია საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს და კვლავ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისთვის ემზადება და პარლამენტთან შეკრებას ხვალ დილიდან გეგმავს.
“ჩვენი მოთხოვნები რჩება ძალაში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მწვავე პროტესტს. მათ შორის, რუსთაველის გამზირზე იქნება თუ ზოგადად პიკეტირების პროცესი. ასევე, ერთიანი ოპოზიციური ძალები გააქტიურდნენ რეგიონებში და ესეც გაგრძელდება. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამდე, სანამ “ქართული ოცნება” არ გააცნობიერებს, რომ ის არ არის მუდმივად ხელისუფლებაში, არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს მუდმივად იყოს ხელისუფლებაში,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა