თავდაცვის მინისტრის პასუხი სალომე ზურაბიშვილს

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, -ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

“როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.