წუხელ ღამით პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

წუხელ ღამით, პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლებსა და რუსთაველზე განთავსებულ კარვებში მყოფ პირებს შორის მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილეობდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

ინციდენტის განმუხტვა  მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დაპირისპირების ფაქტზე  ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს.  მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით , რაც ძალადობას გულისხმობს.