ამერიკულ ჩარევებს საქართველო, დიდი ხანია, მიჩვეულია. პრინციპში საქართველოს დამოუკიდებლად არც უარსებია 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების შემდეგ – ჩვენს ქვეყანას “კურატორად” ამერიკელი ემისრები, პირველ რიგში, საელჩოს სახით, მოევლინენ. მაგრამ უპრეცენდენტოა, როდესაც საელჩო აფასებს ჩვენი მოსამართლეების მომზადების დონეს და კვალიფიკაციას.
გთავაზობთ აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დამტკიცების შემდეგ:
“ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.
ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.
სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში”.
Over recent months the U.S. Embassy has closely watched the process of selection of Georgia’s Supreme Court justices for lifetime appointments. In May we expressed disappointment at Parliament’s adoption of selection procedures that failed to incorporate many of the recommendations of the Venice Commission, OSCE/ODIHR, and the U.S., EU, and Council of Europe missions in Tbilisi. We share the assessment of international observers and Georgian experts that the subsequent candidate selection process in the High Council of Justice lacked transparency and resulted in a slate of nominees that did not fully represent the best qualified candidates.
The hearings for the nominees in the Parliament’s Legal Committee were open and transparent. During the hearings, a number of candidates were unable to demonstrate sufficiently their legal expertise or a commitment to impartiality. We regret the list of candidates approved in Parliament today includes such nominees.
Judicial independence ensures the rule of law, safeguards democracy, and is a cornerstone of economic growth. In order to instill greater confidence in Georgia’s judicial system, we encourage Parliament and the relevant authorities to address the identified shortcomings in the Supreme Court judge selection process before the selection of additional candidates. Additionally, in view of the disorder witnessed in Parliament surrounding today’s vote, we call on all parties to maintain calm and to engage one another in a respectful and constructive manner.