ამერიკული “მართლმსაჯულება” უნიჭიერესი ქართველი მსოფლიო ჩემპიონისთვის

თანამედროვე საქართველოს უნიჭიერესი და ყველაზე წარმატებული პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე ამერიკულ ციხეში რჩება. ქართველი “უფლებადამცველები” ხმას ვერ და არ იღებენ – სხვა შემთხვევაში, გრანტები შეუწყდებათ. აშკარაა, რომ ხურციძე ცუდ გარემოშია, მას ციხეშიც არ აძლევენ მოსვენებას. ამერიკული მართლმსაჯულება ისეთი ლმობიერი არ არის ქართველების მიმართ, როგორც რუსული. გთავაზობთ MMA-საქართველოს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს:

ავთანდილ “ჩაქუჩა” ხურციძე, ქართველი მოკრივე, რომელიც არის მსოფლიო ჩემპიონი IBO-ს ვერსიით, მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი WBO-ს ვერსიით და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი WBO internacional-ით. მიუსაჯეს 2016 წლის 5 მარტს ხურციძე საზარბაზნე ხორცად გაიყვანეს, ანტუან დაგლასის წინააღმდეგ, ჩაქუჩა არასრული 2 კვირიანი მომზადების შემდეგ რინგზე გავიდა მოკრივის წინააღმდეგ, რომელმაც 19 მოგებიდან 13 ნოკაუტით დაასრულა და დაუმარცხები იყო.

ხურციძე ბრძოლის დაწყებისთანავე ამერიკელ ანტუან დაგლასს რინგი ჯოჯოხეთად უქცია. ორივე ხელით “ბომბავდა” და მესამე რაუნდისთვის ნოკდაუნში გაუშვა. ავთომ ამერიკელი “გრუშად” აქცია. მისი ცალმხრივი ცემა მეათე რაუნდამდე გაგრძელდა და ბრძოლია გაჩერება მისთვის ახლიდან დაბადებას უდრიდა. ამ ყველაფრის შედეგად ჩაქუჩამ ამერიკელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წაართვა. 2017 წელს მის სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდი ბრძოლა უნდა გამართულიყო ბილი ჯო სანდერსთან, მაგრამ სწორედ ამ დროს დამნაშავედ სცნო ამერიკის ხელისუფლებამ და 10 წელი პატიმრობა მიუსაჯეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით. სწორედ ასე ჩაიშალა არამხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიოს კრივის გულშემატკივრების მოლოდინი.

სამწუხაროდ, ავთო დღემდე ციხეშია და სასჯელს იხდის. ციხეში ცნობილია მისი დაპირისპირება მექსიკელ კრიმინალებთან. მას შემდეგ, რაც ხურციძემ რამდენიმე მათგანი ყრუ ნოკაუტში ტკბილი სიზმრების სანახავად გაუშვა, ჩაქუჩა ეგრედ წოდებული “სპიცით” დაჭრეს და იმყოფებოდა ლაზარეთშიც. ავთო აქტიურ ვარჯიშს განაგრძობს მკაცრი რეჟიმის ციხეში და იმედი აქვს, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება და სანდერსთან დიდხანს ნანატრ ორთაბრძოლას გამართავს. ვუსურვებთ წარმატებას ჩვენი გვერდის სახელით ქართველ მოკრივეს.