გახარია დღეს უკრაინის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი გახარია დღეს უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სუამის სამიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურებს შორის მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა

“ხაზი მინდა გავუსვა, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც არის ერთობლივი დეკლარაცია მთავრობის მეთაურების. ამ დეკლარაციაში ასახულია საერთო მიზნები, რომელიც გააჩნია სუამს მომავალი ერთი წლის განმავლობაში. საუბარია იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც სახელმწიფოებს აქვთ,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.