გახარიამ უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციისას რუსულ ენაზე ისაუბრა; “ნაცები” და სოროსელები აღშფოთდნენ

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, სუამის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენცია რუსულ ენაზე გამართა.

 

გახარიამ პრესკონფერენციაზე შეხვედრისას მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა. ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრი შეკითხვებსაც რუსულ ენაზე სცემდა პასუხებს.

12 დეკემბერს უკრაინაში  დაწყებულმა  საქართველოს პრემიერმინისტრის  ოფიციალურმა ვიზიტმა ” ნაციონალები” “აღაშფოთა”.

თინა ბოკუჩავა ისე იშვერს გახარიასკენ ხელს, თითქოს  პრემიერმა  დანაშაული ჩაიდინა.

“როგორც მოსკოვის კაცს შეეფერება ის პრესკონფერენციაზე გამოვიდა კიევში, ქვეყანა, რომელიც არის ომში რუსეთთან ქვეყნის პრემიერმინისტრი, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული გამოდის რუსულ ენაზე ეს კიდევ ერთხელ ქართული ოცნება არის რუსული ოცნება და ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი სინამდვილეში არის პუტინის პოლიტიკური პროექტი საქართველოში” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ეს არის “ერთიანი ნაციონალური პარტიის’ პროვოკაციული, იაფფასიანი არსი.