“ილიაუნი”-დ წოდებული ყოფილი უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი, დიდი ხანია, ქართველი სოროსისტ-ლიბერალების ბუდედ იქცა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტის თანამშრომელი პროფესორის რანგში, მარკეტოლოგი თორნიკე გურული გახდა მორიგი ანტირუსული პროვოკაციის ავტორი – ქართული “ლიბერალიზმი” და რუსოფობია ხომ განუყრელი ძმები არიან.
ასეთი სურათების მქონე ხალხი 2008 წელს, როგორც წესი, “მიშა მაგარია”-ს მღეროდა.
კერძოდ, ბ-მა გურულმა თავის ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა საბჭოთა დროს გამოცემული საქართველოს მე-9 – მე-13 საუკუნეების ისტორიის წიგნი რუსულ ენაზე, რომელიც თითქმის მთლიანად არის ფერფლად ქცეული. ფოტოს ავტორი ამტკიცებს, რომ ეს რუსი ტურისტების ნახელავია, რომლებიც მას სახლში ჰყავდა: “სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. რუსმა ტურისტებმა ჩემს ბინაში საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ. ?” – ლაკონურად მიაწერა ფოტოს გურულმა და სიგნალი მისცა თავის თანამზრახველებს, მლიქვნელ-სტუდენტებს, ყველა ჯურის დეგენერატს, რომლებსაც თავი მოუყრიათ მის გვერდზე, “მრისხანე” კომენტარების დასაწერად.
ჩვენ ვიუწყებოდით – “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემაში გასული ვიდეოკადრების მოხმობით, უტყუარ ფაქტს – როგორ მიიტანეს პარლამენტის წინ ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე (უფრო ზუსტად – ერთ-ერთი “პროტესტანტის” დედამ) საბჭოთა დროს გამოცემული წიგნები დასაწვავად, მათ შორის, ქართველი ხალხისთვის საყვარელი მწერლის, ლევან გოთუას რომანი. ჩვენს მიერ გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ გამოხმაურების ყველა რეკორდი მოხსნა – უამრავმა ადამიანმა სოციალურ ქსელებში ზიზღი და აგრესია გამოხატა ამ საქციელის ჩამდენთა მიმართ. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ “პროფესორ გურულის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მცდელობას, გადაიფაროს ლიბერალების უწიგნურობა და სირეგვენე, თანაც, აგრესია გადატანილ იქნას რუს ხალხზე.
ეს რომ ასე არ იყოს, ბ-ნი გურული არ გამოამზეურებდა ვიღაც ბოგანოების მიერ გაურკვეველი მიზეზით (და არა პოლიტიკური, ქართველთმოძულეობის გამო) დამწვარი წიგნის სურათს ან შესაბამის კომენტარს დაუწერდა, ტურისტის ეროვნების ხაზგასმის გარეშე. გერმანიაში განათლებამიღებულ კაცს ამდენი კი უნდა ესმოდეს. ისიც საკითხავია, ნამდვილად რუსები იყვნენ ამის ჩამდენი თუ რა მოხდა საერთოდ. ან რა გაუჭირდა პროფესორ გურულს საიმისო, რომ თავის სახლს დეკემბერში აქირავებს ვიღაც საეჭვო პირებზე? რა ხდება თორნიკე გურულის სახლში და თავში?..
თუ რუსები ასე არ მოსწონს, ბ-ნ გურულს ვურჩევთ, ინდოელი ტურისტები შეუშვას სახლში – როგორც ერთ-ერთი ჰოსტელის გამქირავებელი ქალბატონი წერდა ქსელში, ინდუსი ტურისტები ტანსაცმლის კარადაში “ისაქმებდნენ”. სხვა თბილისელმა ოტელიემ დაწერა, რომ არაბულმა ოჯახმა უნიტაზის ფუნქცია ვერ გაიგო და პირსაბანში ტოვებდა სიბინძურეებს… უამრავი უცნაურობა და საზიზღრობაც ხდება ტურისტულ სექტორში, რას ვიზამთ. ამის გამო ეროვნული შუღლი არ უნდა გავაღვივოთ!