საქართველოში ჩანერგილი ანტირუსული კრეტინიზმი (დემურ გიორხელიძის ტერმინია) უსაზღვრო და სასაცილოა. “ნაცები” გახარიას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი კიევში პრეს-კონფერენციაზე რუსულად მეტყველებდა. მათ მხარს უბამს ლიბერალური ჟურნალისტი, რომელიც თითქოს “ნაცებისგან” შორს დგას პიროვნულად – მერაბ მეტრეველი.
ნაცვლად იმისა, პატივცემულ მერაბს “ნაცები” და სხვა რუსოფობები გაეკრიტიკებინა, რომ ჟურნალისტებთან პრეს-კონფერენციის ფარგლებში უცხო ენაზე საუბარი, მათ შორის, რუსულად, არ არის დასაგმობი, იგი ასეთი შინაარსის წერილს აქვეყნებს თავის ფეისბუკ-გვერდზე:
“პრემიერის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ რუსულად გამოსვლა უკრაინის მოთხოვნა იყოო.
რას ნიშნავს უკრაინის მოთხოვნა იყო? იქნებ, საქართველოს პრემიერმა არ იცის რუსული? ეს როგორ უნდა დაგაძალონ? ვის აბოლებენ? თუ ვალდებულება გვაქვს, რომ საქართველოს პრემიერად აუცილებლად რუსულის მცოდნე უნდა ავირჩიოთ?”
ინგლისურის “მცოდნე” დორბლიანი პრეზიდენტი გერჩივნა, მერაბ? არ ეცოდინებოდა გახარიას რუსული და ქართულად უპასუხებდა, ან მიშიკოს უდონო “ინგლისურით” – პრობლემა არ არის. მაშ რატომ ეწევი პროვოკაციას, შენც მოგერია სოროსული ინტოქსიკაცია?!