ნინო ბურჯანაძის დაბეჯითებული პროგნოზი – ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 13 დეკემბერს გაათავისუფლებენ სასამართლოზეო, არ გამართლდა. ბატონი ვაჟა ორთვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება. თუ რატომ – ამაზე ქვევით.
- თბილისში ოსებს ხალხად და ლამის ადამიანებად არ მივიჩნევთ, გვინდა, რომ დავამციროთ, აბუჩად ავიგდოთ, “ეგრეთ წოდებულები” ვეძახოთ. ოსებსაც უკურეაქცია უჩნდებათ -” ჩვენ ხალხი ვართ, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ჩვენ რუსეთის გარეშეც ვიღებთ გადაწყვეტილებებს” – ესაა მათი პოზიცია;
- დასავლეთი, ე. წ. საერთაშორისო თანამეგობრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები – არ არიან მოტივირებულნი და არც შეუძლიათ, ვინმე რაიმე ქმედებაზე აიძულონ ცხინვალში. პირიქით, მათი ზედმეტი აქტიურობა იწვევს ოსების მეტ გაღიზიანებას, რუსებისგან კი ეჭვიანობის გაძლიერებას;
- რუსეთის დიპლომატია არ ჩარეულა პროცესებში, რუსებმაც დაგვიმტკიცეს, რომ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს პროდასავლური და რუსთ-მაგინებელი პოლიტიკური ჭაობი – “თავში ქვა იხალეთ, თქვენი ხმაური ჩვენ არ გვაღელვებს” – ეს არის რუსეთის პოზიციის ქვეტექსტი;
- ქაცარავა-მაცარავები და სხვა პროვოკატორები, რომლებიც ვითარებას მუდმივად ძაბავენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში (ეს ტერმინი სულ ტყუილად ამოიღო ქართულმა მასმედიამ ლექსიკონიდან – დააბრუნეთ და დაფიქრდით!);
- წნელისში უაზრო ბლოკ-პოსტის გახსნა, რომელიც საქართველოს კონტროლის ზონას ვერ აფართოებს, სამაგიეროდ, ძაბავს ვითარებას;
- რუსეთთან დიალოგის არარსებობა, ჩვენი ხელისუფლების სიმხდალე, გადადგას პირველი აუცილებელი ნაბიჯი;
- საკუთრივ ვაჟა გაფრინდაშვილის სიჯიუტე (ამით შეიძლება, დაგვწყო კიდეც), რომელმაც კარგად იცოდა, მის ასეთ ახირებას რა მოჰყვებოდა, ხოლო თუ არ იცოდა, მერე გაიგო, მაგრამ მაინც იქცევა ისე, როგორც იქცევა. არადა, მისსავე ხელშია საკუთარი თავის გათავისუფლება.
აი ასეთი “კრემლისტური პროპაგანდა” ანუ მწარე სიმართლე “ნიუსფრონტისგან”. კიდევ ერთხელ: ყველანი დავფიქრდეთ, უარი ვთქვათ გარეშე დაკვეთებზე და საქართველოს რაც სჭირდება, ის ნაბიჯები გადავდგათ – ფრთხილად და დაფიქრებით, როგორც ეს ჩვენნაირ სუსტ და მცირე ქვეყანას შეეფერება.