სახელგანთქმულმა მოქანდაკემ ზურაბ წერეთელმა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში პროცესი წააგო და მან ქალაქის ბიუჯეტს 29 მილიონი რუბლი (თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი) უნდა გადაუხადოს.
დავის საგანს წარმოადგენდა ავიამოტორნაიას ქუჩაზე 27 ათასი კვადრატული მეტრის ნაკვეთის იჯარით გათვალისწინებული გადასახადის გადაუხდელობის გამო დაკისრებული საურავის განსაზღვრა. წერეთელს ხელშეკრულება 2003 წელს აქვს გაფორმებული.
მოდავე მხარემ – მოსკოვის მერიამ სასამართლოს მიმართა, წერეთლისთვის 55 მლნ რუბლის გადახდა დაეკისრებინა, რომელშიც 21,6 მლნ რუბლი იჯარის ფასი და საურავებია ნაგულისხმები 2009-2017 წლებში გადაუხდელობის გამო. მაგრამ სასამართლომ მერიის სასარგებლოდ წერეთელს მხოლოდ 29 მილიონის გადახდა დააკისრა. წერეთელს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
საოცარია, რომ ამ ფაქტს ჯერ არ გამოხმაურებიან “ნაცმოძრაობა”, სოროსის ფონდი და ხალხის დამცველი ლომჯარია – ეს ხომ რუსეთში ქართველების დევნის და შევიწროების აღმაშფოთებელი ფაქტია.