ეკა ბესელია პარლამენტს არ ტოვებს

ეკა ბესელია პარლამენტს არ ტოვებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.მიუხედავად იმისა, რომ ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა,  იგი  როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ისე გააგრძელებს მანდატის ტარებას. განსხვავებით  ოთარ ჩრდილელისგან, რომელმაც პარტიასთან ერთად დეპუტატის მანდატიც დატოვა.

“პარლამენტში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ვრჩები. დაველოდები იმ გადაწყვეტილებებს, რასაც მიიღებენ კოლეგები უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმ იდეალებისთვის რისთვისაც ვიბრძვით. ამის შემდეგ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ პროცესს. ამაზე დეტალურად დღეს არ ვისაუბრებთ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს მიზნის მისაღწევად, რომ ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი სახე. გვაქვს მანდატი, რომ ვისაუბროთ ხალხის სახელით. შევხდებით ხალხის ყველა ფენას, ხალხთან დათათბირებით ჩვენ გეტყვით როგორი იქნება ჩვენი კონკრეტული გეგმა”,- განაცხადა ბესელიამ.