“ნინო ლომჯარიას განცხადებები არც სახალხო დამცველის და არც ადამიანურ ეთიკაში არ ჯდება” – სოზარ სუბარი

პრემიერმინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის თქმით, აქციაზე 100 ათასი ადამიანის ძალით მოყვანა შეუძლებელია.ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის ბრალდებას,, თითქოს  განცხადებას გამოეხმაურა. სახალხო ქართული ოცნების აქციაზე დაძალებით და ზეწოლით  მიიყვანეს  საჯარო მოხელეები.

“თუ ვინმე იტყვის რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა 100 ათასი ადამიანი, (შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს), ვიღაცამ ძალით მოიყვანა, არ ვიცი, მსგავსი რამ არ არსებობს. შეუძლებელია, რომ არსებობდეს და როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, კარგი იქნება კონკრეტული მაგალითების მოყვანა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წევრები, რომლებიც იტყვიან ამას, თითქოს მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მსგავსი რამე არ მომხდარა”, – ამბობს სუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

სოზარ სუბარი ასევე ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას განცხადებები “არც სახალხო დამცველის და არც ადამიანურ ეთიკაში არ ჯდება”.