ივანიშვილის მიტინგზე მოსვლისას გარშემო მობილური კავშირი შეწყდა

მომიტინგეთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიტინგზე გამოჩენისას მობილური კავშირი შეწყდა. ყოველ შემთხვევაში, “ნიუსფრონტი” ცდილობდა რამდენიმე მათგანთან დაკავშირებას სწორედ ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს, მაგრამ უშედეგოდ – ყველა ტელეფონი “გამორთული” იყო.

როდესაც მიტინგი და ივანიშვილის გამოსვლა დასრულდა, მობილური კავშირი აღდგა.

სავარაუდოდ, ეს ზომა უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.