ერევანში საქართველოს ელჩის მანქანა გაქურდეს. ინციდენტი 14 დეკემბერს, ღამით მოხდა. „სპუტნიკ არმენიის“ ცნობით, ბოროტმოქმედებმა Mercedes-ის გვერდითი სარკეები მოტეხეს და წაიღეს.
ავტომობილი სომხეთში საქართველოს საელჩოს ბალანსზეა აღრიცხული და ელჩს ემსახურება.
საგარეო საქმეთა სამინისტოში აცხადებენ , რომ ინციდენტის დეტალებს არკვევენ.
წყარო: ‘”თაიმერი’