თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია – “ნაციონალების” მორიგი სკანდალი

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია.

თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ითხოვდნენ არჩილ თალაკვაძისგან პასუხის გაცემას, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად.

თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს განუმარტა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, საორგანიზაციო საკითხებზე გადასვლამდე, მათ მიეცემოდა სიტყვით გამოსვლის საშუალება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგო რატიანმა სხდომა უკვე დატოვეს.