დაძაბულობა თბილისის საკრებულოსთან – “ნაციონალები” და მათი სატელიტები ახლა ერეკლე კუხიანიძეს მიადგნენ

თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეკამათება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის რამდენიმე წევრს საკრებულოში შესვლის უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები  საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის  საკრებულოდან გაშვებას და “ქართული ოცნების” რიგებიდან მის გარიცხვას ითხოვდენ.

“ნაციონალები” ,როგორც ჩანს ძალიან  “აღაშფოთა” საკრებულოს წევრის,ერეკლე კუხიანიძის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა, სადაც ის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და  მის ოჯახს მიმართავს, ერეკლე კუხიანიძემ საკუთარი აზრი დააფიქსირა და ცხადია, ამის გამო სავარაუდოდ არც არავინ აპირებს მის დასჯას.

აქციის მონაწილეებმა, მას შემდეგ რაც პოლიციასთან ვერაფერი გამოუვიდათ, თბილისის საკრებულოს ცენტრალური შესავლელიდან გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც კარის გაღება და შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არც ამ შემთხვევაში მისცა. აღნიშნული აქციის მონაწილეებმა კარზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს.