“ევროპული საქართველოს” წევრმა, პარლამენტარმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის კარიდან ბანერი მოაძრო და მას “ღორი” წააწერა.
თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადაყენების მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა აქციაც გამართეს.
შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე მწვავე კომენტარები გააკეთა, ოპოზიციის მხრიდან მძაფრი რეაგირება მოჰყვა.