სახალხო დიპლომატია: გერმანელები მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგს

რუსეთსა და გერმანიას შორის ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობასთან ერთად, უკანასკნელ წლებში მხარეებს შორის ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ფორმა ,,სახალხო დიპლომატია,,.
 აღნიშნული სოციალური დიალოგი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს ავსტრიის და გერმანიის მოსახლეობაში, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ყირიმთან და დონბასთან მიმართებაში.
 მაგალითად, ბუნდესტაგის დეპუტატი გუნარ ლინდემანი აგერ უკვე წლებია იბრძვის ზემოთნახსენებ რეგიონებში მშვიდობისთვის. ყირიმს და დონბასს ხშირად სტუმრობს ავსტრიაში სუვოროვის ინსტიტუტის წარმომადგენელი პატრიკ პოპელი.
   – ჩვენი მთავარი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა – აცხადებს პოპელი.
   ლინდემანს და პოპელს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები პარალელურ რეჟიმში ავსტრიის და გერმანიის ეკონომიკაზე უარყოფითად დიდი დანაკლისის სახით აისახება.
  ,,ჩვენ უნდა ვცადოთ ვაიძულოთ ევროპული მოსახლეობა გაიგოს, რომ რუსეთთან თანამშრომლობას მოაქვს სარგებელი, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ჭრილში,, – ასკვნის პოპელი.