ანა დოლიძე ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის წერილს ეხმაურება. მისი თქმით, დიპლომატიურ ურთიერთობებში მსგავსი მკაცრი ენა იშვიათად გამოიყენება.
ანა დოლიძე თვლის, რომ თუ ხელისუფლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში ეს განცხადება ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს.
“განცხადება, რომელიც დაწერილია ძალიან მკაცრი ენით – გაოგნებული ვართ, შოკში ვართ, დიპლომატიურ ურთიერთობებში მსგავსი ენა მართლა ძალიან იშვიათად გამოიყენება.
ფაქტობრივად ეს არის ჩვეულებრივად ყვითელი ბარათი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ თუ ჩვენ ვრჩებით ამერიკასთან ურთიერთთანამშრომლობის დღის წესრიგში, მაშინ ჩვენ ეს განცხადება ყურად უნდა ვიღოთ.
თუ ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს განცხადება სულერთია – მაშინ გასაგებია, რომ ჩვენთვის სულ ერთია ამერიკასთან ურთიერთთანამშრომლობის დღის წესრიგი,” – განაცხადა ანა დოლიძემ.