ამ წუთებში გიორგი ვაშაძის და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

12 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების: გიორგი ვაშაძის, ზურაბ კოსტავას, გიორგი ბუნტურის, ირაკლი ჯუღელის, ირაკლი კუპრაძესა და ნოდარ ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრება „ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

ამ წუთებში, სასამართლოში ჩვენებას სამართალდამცავი აძლევს.

დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.