ბათუმში პატრულის თანამშრომელი დაჭრეს

ბათუმში პატრულის თანამშრომელი დაჭრეს. მას ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა.

მან ​სავარაუდო დამნაშავე გააჩერა რომელიც ნასვამი იყო. პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალიტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში  აცხადებენ, ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

წყარო:  imedinews