საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და მისი მოადგილის ნინო ცაციაშვილის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმ მასალებით, რომელსაც ჩვენი ადვოკატი გაეცნო, გვინდა აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის. ასევე დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვის განცალკევებით გამოკითხვას და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს უარყოფა. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს ეკისრება. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანმდებობები“,- განაცხადა სულხან სალაძემ.