სასამართლომ გიორგი ვაშაძე სამართალდამრღვევად სცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

2 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები: გიორგი ვაშაძე, ზურაბ კოსტავა, გიორგი ბუნტური, ირაკლი ჯუღელი, ირაკლი კუპრაძე და ნოდარ ბრეგვაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 2000-ლარიანი, ზურაბ კოსტავას 1500-ლარიანი, გიორგი ბუნტურს 2500-ლარიანი, ირაკლი ჯუღელს 1500-ლარიანი, ირაკლი კუპრაძეს 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. რაც შეეხება ნოდარ ბრეგვაძეს, მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ.