“ტრაგიკული შემთხვევით მანიპულირება არის ძალიან ცუდი რამ” – ანრი ოხანაშვილი

უსინდისობაა, ტრაგიკული შემთხვევით საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების შესაბამისად მოქმედება, – ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის და სოფო კილაძე პირად კონტროლზე აიყვანენ ამ საქმეს და საჭიროების შემთხვევაში, „კომიტეტების ფარგლებში დაიბარებენ ყველა საჭირო სუბიექტს და ბოლომდე მიყვებიან საქმეს, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს“.

„ტრაგიკული შემთხვევით მანიპულირება, სისტემურ დანაშაულზე და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, ეს არის ძალიან ცუდი რამ. ასეთი ხალხი, ვინც ადამიანით მანიპულირებს და ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას, პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა მოვიდნენ.

თუკი რაიმე ფორმით ვინმეს მიუძღვის ბრალეულობა მომხდართან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება, ყველა პირთან მიმართებაში, თუკი ვინმე გამოიკვეთება, რომ მიუძღვის ბრალი, ჩვენ ჩვენი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში მოვახდენთ რეაგირებას. თუ არ განხორციელდება რეაგირება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პირზე მოხდეს რეაგირება, ვისთან მიმართებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის თუ სხვა ტიპის პასუხისმგებლობის ნიშნები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, ისინი ასევე ელოდებიან სახალხო დამცველთან შეხვედრას, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა უკვე სოფო კილაძეს, რათა ნინო ლომჯარიამ მიაწოდოს მათ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მომხდარ ფაქტთან არის დაკავშირებული