„თბილისის მიკროავტობუსი“ კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასწარი ვერსიით, მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
„კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნულია განცხადებაში.