უფლებადამცველი ლაშა გოლუბიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აქვეყნებს პოსტს, სადაც ის მომავალ თაობას მიმართავს:
“ბავშვებო (იმედია ამ მომართვისთვის არ გამინაწყებდებით), მე თქვენი უფროსი მეგობარი ვარ, მეც ვიყავი თქვენხელა, მეც მტკიოდა ამ ქვეყნის უსამართლობა და თავის დამკვიდრებას ვცდილობდი, მაგრამ არასდროს თვითმკვლელობაზე არ მიფიქრია! მე და ჩემი მეგობრები აფხაზეთის ომის თაობა ვართ!
სამაჩაბლოს, აფხაზეთის და სამოქალაქო ომის ტალღამ ჩვენს მხრებზე გადაიარა. არ გვქონდა დენი, გზა, ტელეფონი, კომპიუტერი და ზოგადად სახელმწიფო იყო ჩამოშლილი! გვციოდა, გვწყუროდა, პურზე რიგები იდგა და მამაჩემთან ერთად ღამე გამითენებია და გზაში მიჭამია! ეს თქვენ არ გამოგიცდიათ, ეს ყველაფერი თქვენ გაქვთ! ხოდა რატომ იკლავთ თავს? ვის ან რას გაურბიხართ? უპატიებელი ცოდვა და ყველაზე დიდი არაკაცობაა თავის მოკვლა! უდიდეს ტკივილს აყენებთ მშობლებს და უახლოეს გარემოცვას! თქვენს თანატოლებს ასვამთ დაღს და აყენებთ ფსიქოლოგიური განსაცდელის წინაშე! ვაჟკაცობა პრობლემებთან ბრძოლაა და არა ლაჩრულად თავის მოკვლა!
გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ერთმანეთს და შეძლებისდაგვარად გვერდით დაუდექით! ააწყეთ ადამიანური, თბილი ურთიერთობები, იარეთ ეკლესიაში! ჩვენი თაობა ამ ყველაფერმა გადაარჩინა! უფალი გფარავდეთ ბავშვებო და იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!!” – წერს გოლუბიანი