ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ ცოტნე გამსახურდიას სახლთან

ცოტნე გამსახურდიას სახლთან, სადაც მისი დაჭრის ფაქტი მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პროკურორებიც, თუმცა მათ დეტალებზე არ უსაუბრიათ. ჯერჯერობით უცნობია ამოღებულია თუ არა იარაღი, რითაც გამსახურდიას დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, ხმაურზე გარეთ გამოვიდნენ, ადგილზე მისულებს კი დამნაშავეები გაქცეული დახვდათ. ცოტნე გამსახურდია სასწრაფო დახმარების ბრიგადას უგონო მდგომარეობაში დახვდა. დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი მაცხოვრებლების გამოკითხვა პოლიციაში გვიანობამდე მიმდინარეობდა, თუმცა ადგილზე მყოფი პირები ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

“ხმაურზე გამოვვარდით და დაგვხვდა ასეთი ამბავი, დაჭრილი კაცი. ჩვენ ხელში ჩაიკეცა, სასწრაფომ როცა წაიყვანა გონზე უკვე აღარ იყო,”- აცხადებს თვითმხილველი.

ცოტნე გამსახურდიას სახლთან, სადაც მისი დაჭრა მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პროკურორებიც, თუმცა მათ დეტალებზე არ უსაუბრიათ. ჯერჯერობით უცნობია ამოღებულია თუ არა იარაღი, რითიც გამსახურდიას დაჭრეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. მას ორი  ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.