ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – საქართველოში 8 ახალი ვირუსი გავრცელდა

საქართველოში ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ვირუსების აქტუალობა გაიზარდა.

ამ დროისთვის  8 ახალი ვირუსია გავრცელებული. სეზონურ გრიპებს შორის ჭარბობს B ტიპის ვირუსი, ასევეა H1 და H3 შემთხვევებიც.

კონტროლის ცენტრის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ  ახალი ვირუსები გამოჩნდა, წლევანდელ სეზონზე წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა.

გრიპის სეზონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ მომზადებულები არიან. მინისტრის მოადგილის თქმით, მედიკამენტების რაოდენობა საკმარისია, თუმცა მოსახლეობას ურჩევს, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ.

თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა ეს არის სეზონური გრიპის დამახასიათებელი ნიშნები. ვირუსის ტიპის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი.

ექიმების რეკომენდაციით, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმს მიმართონ.