“ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს არჩილ ჯვარშეიშვილი- ილოცეთ ჩვენთვის” – კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ძმის, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე  პოსტს აქვეყნებს:

გულ-მკერდის ოპერაცია დასრულებულია, 2 ჭრილობა გულ-მკერდის ღრუში ფილტვის დაზიანებით და ჰემოპნეუმოტორაქსით. ეს იმას ნიშნავს, რომ პლევრის ღრუში იყო სისხლიც და ჰაერიც დაახლოებით ნახევარი ლიტრი სისხლით. მადლობა ქირურგს, პროფესორ გიორგი გვახარიას. ახლა დაიწყო მეორე გადაუდებელი ოპერაცია თავზე, სადაც არის 4 დაზიანება ქალა-სარქველის ძვლების მოტეხილობით და მრავლობითი ინტრაკტრანიალური ჰემატომებით. საჭირო იქნება ორმხრივი ტრეპანაცია. ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს ცნობილი ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი. ილოცეთ ჩვენთვის.”-წერს კონსტანტინე გამსახურდია.