დღის ბოლოს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხმაური იყო.
სამოქალაქო საზოგადოება “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” წევრებმა, რომელთაც მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი აქვთ გაშლილი, მოზარდ ლუკა სირაძესთან დაკავშირებით გაკეთებული წარწერების წაშლა სცადეს. მათი თქმით, მსგავსი შინაარსის შეტყობინებების დატოვებით ხდება მომხდარი ტრაგედიის პროპაგანდა, რაც დაუშვებელია.
“შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” წევრების განცხადებით, მაშინ როდესაც ისინი მთავარ გამზირზე წარწერებს შლიდნენ, მათ მალხაზ მაჩალიკაშვილი დაუპირისპირდა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. თავად მაჩალიკაშვილი კონფლიქტს უარყოფს. და ამბობს, რომ მისი პროტესტი სამოქალაქო საზოგადოება “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”-ს წევრების მიერ გამოთქმულმა ფრაზამ – “ცხოვრება მშვენიერიამ” გამოიწვია.