ლუკა სირაძის ცხედარი დიდუბის ეკლესიიდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს, მას ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 15 წლის მოზარდის დაკრძალვას, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
“გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება არ დატოვოს კვალი, ნაცვლად იმისა, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლუკა სირაძის დაკრძალვაზე.