იბერიის ნახევარკუნძულს ქარიშხალები „ელზა“ და „ფაბიენი“ დაატყდა თავს, რასაც პორტუგალიასა და ესპანეთში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო იტყობინება, ძლიერი ქარისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია სახლები და ელექტრო გადამცემი ხაზები. წაქცეულია ხეები.
ესპანეთის ხელისუფლება მომდევნო დღეებში ქარიშხლის კიდევ უფრო გაძლიერდებას ვარაუდობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, „ფაბიენის“ გამო ქარის სიჩქარემ შესაძლოა140კმ/სთ-ს მიაღწიოს.
ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ პორტუგალიაშიც.