საქართველოს მოსახლეობის გამოთაყვანება-გაცისფერების მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა უცხოელი “მეგობრების” დახმარებით, კიდევ ერთი ქართული გვარი შერცხვა, თუმცა სირცხვილის გრძნობას თანდათან კარგავს ქართველი ადამიანი…
“ტაბულა ბიცოლა” იუწყება:
“საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი მომავლის პერსონად დაასახელა. უწყებას თაბაგარის კანდიდატურა საქართველოში საფრანგეთის საელჩომ შესთავაზა.
“Tbilisi Pride- ის დირექტორი და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი თაბაგარი სამოქალაქო საზოგადოების წევრია, რომელიც აქტიურადაა ჩართული ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ დისკრიმინაციის და ასევე ყველა სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მომავლის პერსონათა მოწვევის პროგრამა ირჩევს ახალგაზრდა პერსონებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც საშუალება ეძლევათ ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტუმრონ საფრანგეთს. ბატონი თაბაგარი 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოდან მოწვეულ 65 პირს შორის მოხვდა და საფრანგეთში ვიზიტისას საშუალება ექნება ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც ეხმიანება მის საქმიანობასა და აქტივობებს”, – წერია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში”.
აი ასე, საბჭოთა “ოკუპაციის” პირობებში მომავლის პერსონებად მშრომელ ადამიანს ასახელებდნენ – ვინც მეტი მოხნა, დათესა, მაღაროში გმირულად იშრომა… ახლა კი ვინ უკეთ გაასხვისებს საკუთარ სხეულს ან, უფრო – სულს, მას აღაზევებენ.