რომანოვების დინასტიის დასაწყისი რუსეთში

1605 წელს მოსკოვის ტახტზე ასულმა ცრუ დიმიტრი I -მა, ხალხის დასანახად ფანდი გაითამაშა და ბრძანება გასცა ბორის გოდუნოვის მიერ გადასახლებიდან დედაქალაქში დაეუბრუნებითან რომანოვები. იმთავითვე ამ გვარს რიურიკოვიჩების ახლო ნათესავებად მიიჩნევდნენ და პოლონელ თვითმარქვიას ალიბი სჭირდებოდა. ვინ რას წარმოიდგენდა, რომ ურალიდან მოსკოვის გზას შემდგარი 9 წლის ბიჭუნა მომავალში რუსეთის მეფე შეიქმნებოდა.
 და დადგა წელი 1614 ! მთელი რუსეთიდან ხალხი მოსკოვისკენ დაიძრა. მართლმადიდებლურ ქვეყანას მმართველი ესაჭიროებოდა. არეულობამ და ინტერვენციამ მოშალა რუსეთის ეკონომიკა, დაქსაქსა ხალხი. სულ 1 000 ადამიანს ე.წ ზემსკი სობორს უნდა აერჩია მოსკოვიის ახალი მეფე… სხვათაშორის ,,ზემსკი სობორი,, საკმაოდ დემოკრატიული ორგანო გახლდათ იმ პერიოდში და საკანონმდებლო დონეზე მასში 300 გლეხიც კი იყო გაწევრიანებული. თუ საბჭოთა ისტორიკოსის ალექსანდრე სტანისლავსკის წყაროებს მოვიშველიებთ, თავად შოტლანდიის მეფე იაკობ I იყო დაინტერესებული მიხეილ რომანოვის ინტრონიზაციით.
   იმ პერიოდის რუსულმა პარლამენტმა ხმების უმრავლესობით მეფედ ახალგაზრდა მიხეილი დაასახელა, თუმცა ეს უკანასკნელი გვირგვინის ღირსად არ თვლიდა თავს, მაგრამ ხალხმა ის დაითანხმა ეტვირთა მძიმე ჭაპანი. იპატიევის მონასტერში ახალგაზრდა რომანოვი მეფედ აკურთხეს. ცნობისთვის, უკანასკნელი საჭეთმპყრობელი რომანოვების დინასტიიდან ნიკოლოზ II ოჯახითურთ ინჟინერ იპატიევის სახლში დახვრიტეს ბოლშევიკებმა 1918 წელს. არის თუ არა ეს დამთხვევა ან ცინიზმი, დასკვნა თავად გამოიტანეთ.
    ახალი მეფე მოსკოვიისა დილემის წინაშე დადგა. მართალია ორივე ცრუ დიმიტრი სააქაოს არ იყო, მაგრამ მეორე თვითმარქვიას იმავე თვითმარქვია დედოფალი მარია მნიშეკისგან უფლისწული ივანე ჰყავდა. დადგა მოქმედების დრო, რადგან ტახტი ორ საჭეთმპყრობელს ვერ აიტანდა. იდგა 1614 წლის დეკემბერი. 3 წლის ივანე დედას ხელიდან წაართვეს სტრელცებმა და სერპუხოვოს კარიბჭისკენ გააქანეს, სადაც ბავშვისთვის სახრჩობელა უკვე მზად იყო. პატარა ივანე შიშისგან ტიროდა, ხოლო ჯარისკაცები მას აწყნარებდნენ. დასჯა სახალხოდ ჩატარდა, რათა მომავალში არავის დაებრალებინა უფლისწულობა. ზოგიერთი წყაროს გადმოცემით, მარყუჟი იმდენად ცუდად ჰქონდათ სტრელცებს გაკეთებული, რომ უფლისწული არა მისგან, არამედ რამდენიმე საათში სიცივისგან გარდაიცვალა.
     გადმოცემით, მარია მნიშეკმა, როგორც კი შვილის დასჯის ამბავი გაიგო, რომანოვების გვარი დაწყევლა. იმავე წლის 24 დეკემბერს მოსკოვში ხმა გავარდა, რომ დედოფალი ჯავრს გადაჰყვა და გარდაიცვალა.
      მიხეილ I პირველის დიდი მიღწევა გახდლათ შვედებთან მარადიული ზავის დადება. პოლონელებმა მხოლოდ ამის შემდეგ ინებეს და მოსკოვიის მეფის მშობელი მამა ფილარეტი გაუშვეს რუსეთში და სამშობლოში დაბრუნებისთანავე ის მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი გახდა.
     რომანოვს სამი ცესარევიჩი და ექვსი ცესარევნა ყავდა, რაც იმას ნიშნავდა რომ დინასტია შედგა. ეს იყო ის დინასტია, რომელსაც უნდა გადაეტანა შვედური, ფრანგული, ინგლისური და თურქული ინტერვენციები და რომელსაც პატივად უნდა შეხვედროდა ბერლინში, ვარშავაში და პარიზში ზარზეიმით შესვლა, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…
    ბექა კვიციანი