ადვოკატ ბ. მანჯავიძეს “მშობლიურმა სუსმა” ლარსის გამშვებ პუნქტზე ერთსაათიანი დაკითხვა მოუწყო

რუსეთის ტერიტორიიდან ცხინვალში ლეგალურად ჩასულმა ბადრი მანჯავიძემ საკუთარ ფეისბუკ-გერდზე ცოტა ხნის წინ დაწერა:

“საათზე მეტი ვყავდი ჩვენს საბაჟოზე გამოკითხვაზე…. ყველაფერი გამახსენებინეს 102-ე სკოლაში შესვლიდან დღემდე.? გამომიშვეს ახლა სტეფანწმინდა გამოვიარე”…

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი ბადრი მანჯავიძემ ცხინვალში ,,ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის, პოეტ გიორგი ბესტაუთის საფლავი მოინახულა. ამის შესახებ ადვოკატმა ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა, სადაც, რა გასაკვირია, დაწვრილებით, რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხეს, რა მიზნით მიდიოდა ცხინვალში.

ადვოკატი ბადრი მანჯავიძე ცხინვალში 19 დეკემბერს ჩავიდა და შეეცადა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესს დასწრებოდა, თუმცა სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა და მანჯავიძე პროცესზე არ შეუშვეს.