ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? – ეს კითხვა აბსურდად ჟღერს 21-ე საუკუნეში, მაგრამ იგი მაინც ჟღერს. საქართველოში ამ გაუგებრობის გასარკვევად სპეციალური სტატიაც გამოქვეყნდა გულბაათ რცხილაძის მიერ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კი დსთ-ს სახელმწიფოთა ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე გაამახვილა ამ საკითხზე ყურადღება. პრეზიდენტი გაოცებას გამოთქვამს ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, სადაც 1939 წლის სსრკ-გერმანიის ხელშეკრულებაა დაგმობილი, როგორც მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი.
რუსეთის პრეზიდენტი დაწვრილებით განიხილავს ომის წინა ვითარებას და დოკუმენტების საფუძველზე, შეფასებას აძლევს 1939 წლის სსრკ-გერმანიის ხელშეკრულებას, იმავე “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს”.