თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქის მიერ ექაუნთების გაუქმებაზე განცხადება გააკეთა:
არანაირი კავშირი და არანაირი დამოკიდებულება ამ “ექაუნთებთან” დაკავშირებით არ მაქვს და არც ვიცი, რა “ექაუნთებზეა” საუბარი. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა.
კითხვაზე, აღნიშნულ “ექაუნთებთან” ერთად, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდის გაუქმებაზე რას ფიქრობს, კალაძემ განაცხადა, რომ, ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია “ფეისბუქ”-გვერდი და იძახეთ ახლა: “გაუქმდა, გაუქმდა”