მთვარი არხის“ სიუჟეტს, რომელიც 15 წლის ლუკა სირაძის დაკრძალვაზეა გაკეთებული, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რატომ და რისთვის გიღირთ ასეთი რეიტინგი? ქარტიამ მკაცრად დაგიდგინათ წესები! აკრძალულია დაკრძალვის, გარდაცვლილის ფოტოების, სუიციდთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გავრცელება. 9000 like და აქედან რამდენი არასრულწლოვანია? 192 000 ნახვა, აქედან რამდენი სუსტი ფსიქიკის ადამიანია ან ბავშვია? შემდეგ ამ გზით მოპოვებული რეიტინგით უნდა მოიწონოთ თავი? ბედნიერები ხართ ხომ? ესაა მთავარი ამ ცხოვრებაში და თქვენს პროფესიაში?“