“ნაცები” შოკში არიან: ნატოს გენმდივანს რუსეთთან დიალოგი სურს

თვით ნატოს ხელმძღვანელობა, დარწმუნდა რა, რომ რუსეთზე ძალისმიერი და სანქციური ზემოქმედება დიდი შედეგის მომტანი არ არის და პირიქით, კონტრპროდუქტიულია, დიალოგის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

სააგენტო “ინტერპრესნიუსი” იუწყება, რომ ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ამ დიალოგის ინიციატივით გამოდის და მზად არის, დიალოგისთვის “სწორი კონტექსტი” მოიძებნოს და შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

„მე მჯერა რუსეთთან დიალოგის. თუ სწორი კონტექსტი იქნება, მზად ვარ შეხვედრისთვის“,-განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობები უნდა დამყარდეს.

„რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ასეც დარჩება. ჩვენ უნდა ვეცადოთ უკეთესი ურთიერთობები დავამყაროთ მასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს პოლიტიკური “ბომონდი”, განსაკუთრებით, “ნაციონალები”, სტოლტენბერგის განცხადების გამო შოკში არიან, მაგრამ არ იმჩნევენ და კომენტარს არ აკეთებენ.