“ფეისბუქის” ადმინისტრაციას ტვინი წაუღო გვებრძვიან, ვიდევნებით და გვიშველეთო.” – კოკა ყანდიაშვილი “ნაცებისკენ” “გვამისამართებს”

ჟურნალისტი, კოკა ყანდიაშვილი გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში Facebook-ის მიერ პროსახელისუფლებო, ანტიდასავლური გვერდების წაშლას ეხმაურება:

“ეჭვი მაქვს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა 20-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც “მრავალათასიან” აქციებს ატარებს, “ფეისბუქის” ადმინისტრაციას ტვინი წაუღო გვებრძვიან, ვიდევნებით და გვიშველეთო. შესაძლოა, “ფეისბუქის” ადმინისტრაციაში ნაცნობიც გამონახეს და მიაღწიეს, რომ “ნაცების” მამხილებელი გვერდები დაებლოკათ. დარწმუნებული ვარ, ამ გვერდების დაბლოკვის შემდეგ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ბევრად უფრო აქტიურები გახდებიან და “ნაციონალური მოძრაობის” მხილების გაორმაგებული მონდომებით გააგრძელებენ. ” – აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.