საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო უწყებების პირველი პირები დღეს თბილისში, რიგით მერვე მინისტერიალზე იკრიბებიან. დღის წესრიგით ყურადღება გამახვილდება სამი ქვეყნის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში.
ხელი მოეწერება ერთობლივ განცხადებასაც. აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტის დროს დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგებლებთან.