თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგასთან შეხევედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადა არიან კიდევ უფრო გააუმჯობესონ ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები სამ ქვეყანას შორის.
„ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოსთან. იმედი გვაქვს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და სოლიადრობა იქნება სამაგალითო ყველა ჩვენი მეზობლისთვის რეგიონში. ჩვენ გვწამს, რომ აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს ეფექტიან პლატფორმას, რათა განვიხილოთ ორმხრივი და რეგიონალური საკითხები. ჩვენი თანამშრომლობის მექანიზმი საფუძველს უყრის მდგრად მშვიდობას და სტაბილურობას.
განვიხილეთ ერთობლივი დეკლარაციის განვითარების მიმართულებები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ სტამბოლში გასულ წელს და მივიღეთ სამმხრივი სექტორალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმით, პროექტები განხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, განათლება, გარემოს დაცვა და კულტურა. დღევანდელი შეხვედრა წარმატებული იყო აღნიშნული თვალსაზრისითაც. მზად ვართ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები სამ ქვეყანას შორის. გავაგრძელოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაო, სატრანსპორტო შესაძლებლობების გაზრდა. იმისთვის, რომ გავზარდოთ სავაჭრო მოცულობა და გავამარტივოთ სავაჭრო მიმოქცევა, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს,“ – განცხადა ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხრეთ გაზის მილსადენის საკითხი.
„მოვუწოდებთ, აღმოსავლეთ ცენტრალურ ევროპაში ჩვენს მეგობრებს, მოახდინონ ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის რეალიზაცია. აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფენ ენერგოუსაფრთხოებასა და რესურსების დივერსიფიკაციას რეგიონში და ასევე ევროპაშიც. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერით, ერთობლივი პროექტებით, ჩვენ გავაძლიერებთ ეკონომიკურ თანამშრომლობის მიმართულებას. ხაზი გავუსვით კიდევ ერთხელ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს თვალსაზრისით. ხაზი გავუსვით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას. ასევე დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. მოვიცავით მრავალი მიმართულება. მადლობა ბრწყინვალე შეხვედრისა და თბილი სტუმართმასპინძლობისთვის,“ – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წყრო: “ინტერპრესნიუსი”