25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

 

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავარი  ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

“ახლა რესპუბლიკის მოედანზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი. 25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. მინდა მოვიწვიო ყველა პატარა და არამხოლოდ პატარა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ სადღესასწაულოდ განათებული დედაქალაქი ძალიან მოსწონთ. 25 დეკემბრიდან ყოველდღიურად, დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იფუნქციონირებს ეს სოფელი. შეგიძლიათ მობრძანდეთ, მოიყვანოთ თქვენი პატარები, გაერთოთ. იქნება სხვადასხვა წარმოდგენები, კონცერტები და შოუები”, – განაცხადა კახა კალაძემ.