დღეს რამდენიმე მატარებელი ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება. – „საქართველოს რკინიგზა“

ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო დღეს რამდენიმე მატარებელი ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 – ხაშური – ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

„25 დეკემბრიდან ეს მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ. ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება” -აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.