ხობში პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ. დაკავებული 20 წლის მამაკაცის ოჯახი სამართალდამცავების დასჯას ითხოვს.
ბრალდებული პოლიციამ ხობში ღამის 11 საათზე რესტორანთან დააკავა და ადვოკატის თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებული მამაკაცი ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
“პოლიციის მხრიდან მოჰყვა აგრესია, აგრესიული სიტყვები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რაზედაც ისიც შეეპასუხა. გზაშიც დაარტყა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როგორც აცხადებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და პოლიციის სამმართველოში ასევე განახორციელეს მასზე ძალადობა.
თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ძალიან სტკიოდა თავი და ჰქონდა ღებინების შეგრძნება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა მოვითხოვეთ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და სამედიცინო დახმარება,” – განაცხადა ადვოკატმა დარიკო თორდიამ.