როგორმე ჩვენ, დედაქალაქის მთავრობა მოვუვლით ბიუჯეტსაც და იმ პროექტებს გავაკეთებთ, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ოპოზიცია მინდა დავამშვიდო, რომ თბილისის ბიუჯეტზე და განსახორციელებელ პროექტებზე არ ინერვიულონ-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რითაც ბიუჯეტთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით,დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილი არ არის.
“არანაირი ბიუროკრატიული ხარჯი არ არის გაზრდილი. ოპოზიცია მინდა დავამშვიდო, რომ არ ინერვიულონ, ისედაც ბევრი სანერვიულო აქვთ მათი არსებული, რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. მინდა დავამშვიდო,რომ თბილისის ბიუჯეტზე და განსახორციელებელ პროექტებზე არ ინერვიულონ, როგორმე ჩვენ, დედაქალაქის მთავრობა მოვუვლით ბიუჯეტსაც და იმ პროექტებს გავაკეთებთ, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის”,-განაცხადა თბილისის მერმა.