რუსეთის კოსმოსურმა ობსერვატორიამ “სპექტრ-რგ” უკვე 300-ზე მეტი გალაქტიკური დაჯგუფება აღმოაჩინა, – განაცხადა “როსკოსმოსის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი რაგოზინმა. “სპექტრ-რგ” ივლისში იქნა კოსმოსში გაშვებული და ოქტომბრის ბოლოს იგი დედამიწიდან უკვე 1,5 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული.
“12 დეკემბერს დაწყებულ იქნა პროექტის – “სპექტრ-რგ”-ის ძირითადი სამეცნიერო პროექტის რეალიზება, რაც ზეციური სფეროს სკანირებას გულისხმობს. სატესტო სეანსების გათვალისწინებით, უკვე აღმოჩენილია 300-ზე მეტი გალაქტიკური დაჯგუფება, გალაქტიკების 10 ათასზე მეტი აქტიური ბირთვი, ზემასიური შავი ხვრელები” – განაცხადა როგოზინმა პრეს-კონფერენციაზე 20 დეკემბერს.
ორი მძლავრი ტელესკოპით (ერთი რუსული, მეორე გერმანული) აღჭურვილი “სპექტრ-რგ” მეცნიერებს დაეხმარება, ოთხი წლის მანძილზე, შეადგინონ სამყაროს რუკა. მოხდება მთელი ზეცის ფოტოგრაფირება რენტგენურ დიაპაზონში. საერთო ჯამში დაიხაზება რვა რუკა, თითო რუკის შედგენას დაახლოებით ნახევარი წელიწადი დასჭირდება. ყველაზე ზუსტი რუკა, რომელიც შეითავსებს რვა ხედს, დასრულებული და გამოქვეყნებული იქნება 2025 წლისთვის.