პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილ ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება.

მასთან ერთად ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც იმყოფება.