“მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული.” – გიორგი გახარია

პრემიერმა გიორგი გახარიამ  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი უწმინდესის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების 42 წელს. 42 წლის წინ ამ ტაძარში, სვეტიცხოველში, როდესაც მოხდა ინტრონიზაცია პატრიარქის, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული.

შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი საგანმანათლებლო მიმართულებით და შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.”- განაცხადა გახარიამ.